LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გასვიანის მიმართვა რუს ხალხს: „ნუთუ, არ უნდა გათავისუფლდეთ ამ საუკუნოვანი იმპერიალისტური მიდგომებისგან?!.“

384
gasviani13

ტელეწამყვანი და მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი გიორგი გასვიანი „პრაიმშოუს“ ეთერის საშუალებით რუს ხალხს მიმართავს და ამბობს:

„არათუ არ განსხვავდება, პირდაპირ ტოლობის ნიშანია. მე საერთოდ არ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ომი უკრაინაშია. განცდა მაქვს ასი პროცენტით, რომ აქ ხდება. 35 წლის ვარ და ვიყავი ექვსი წლის… ახლაც ცხოვრობს ჩემში ის ექვსი წლის გიორგი, რომელმაც ნახა, მამას თავში როგორ ჩაარტყეს კონდახი, მერე ინსულტი მიიღო… აეროპორტში აფეთქება იყო. გამოვფრინდით თბილისში, მშობლები დარჩნენ სოხუმში. აქ ვუყურებდი „მოამბეს“, ვბღაოდი, ვტიროდი, მშობლები იქ მეგულებოდნენ. ზავის დროს უკან დავბრუნდით და ისევ დაიწყო ომი.

უბრალოდ, მინდა ვუთხრა რუსებს – დროა უკვე გათავისუფლდეთ. ვერ დააჩოქეთ… აი, საქართველო, ოთხმილიონიანი ქვეყანა. ამდენი ბრძოლა გავიარეთ. საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ, ოკუპაციები გავიარეთ. არ გავტეხილვართ. უკრაინა დღეს ისე დგას, რომ მსოფლიოში მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტორია. ნუთუ, არ უნდა გათავისუფლდეთ ამ საუკუნოვანი იმპერიალისტური მიდგომებისგან, რომლითაც თქვენც ოკუპაციაში ხართ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g