ცხოველთა გადარჩენის ფრონტი ავრცელებს ინფორმაციას ტელეწამყვან გიორგი გასვიანთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რომელიც ერთ-ერთ კაფეში მოხდა:
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ კაფეში მყოფ მარტოხელა დედას, იმიტომ რომ ის შესული იყო ძაღლით. მოითხოვდნენ ცხოველის მოშორებას, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ამას შეეწინააღმდეგა პატრონი და მიაყენეს მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც აღელვებული ქალი მიიყვანეს თვითმკვლელობის მცდელობამდე და აღმოჩნდა საავადმყოფოში. ამის დამადასტურებელი ცნობა არსებობს.
13 ოქტომბერს იმართება სასამართლო პროცესი, რასაც გვერდი აქტიურად მივადევნებთ თვალს.
იმავდროულად, როგორც ორგანიზაცია ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით, ვთავაზობთ დაზარალებულ ქალს იურიდიულ მხარდაჭერას.
არავის შერჩება ცხოველზე და ადამიანზე ძალადობა, რაც უნდა „ცნობადი“ იყოს საზოგადოებაში!“
ამ ბრალდებას პასუხს სცემს თავად ცნობილი სახე. გიორგი გასვიანი წერს, რომ ქალბატონმა, რომელიც კაფეში ძაღლთან ერთად შევიდა, მის მცირეწლოვან შვილს სკამი ესროლა:
„ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და ეს ჯგუფი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას! დამაკავშირეთ გვერდის ადმინთან. მოვითხოვ, წაშალოთ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი!
საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე 6 თვის ჩვილზე რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! ძალადობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 126-ე მუხლით. არსებობს ვიდეო მტკიცებულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ“.
ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და ეს ჯგუფი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას!…
Posted by Giorgi Gasviani on ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი, 2022
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ისვრის ქალბატონი გიორგი გასვიანის ოჯახის მიმართულებით სკამს.