LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გვარჯალაძე და ლულუ კახიანი პრობლემური მოზარდებისთვის საინტერესო ადგილს შექმნიან

2373
გიორგი-და-ლენო-გვარჯალაძეები

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე და ჟურნალისტი ლულუ კახიანი, რომელტაც 5 თვის წინ უფროსი ქალიშვილი, ლენო გარდაეცვალათ, ამ ტრაგედიასთან გამკლავებას სხვა მოზარდების დახმარებით შეეცდებიან.

ახლახან მათ ლენოს ნახატების გამოფენა გამართეს, მათ შორის იყო წარმოდგენილი ნამუშევრები, სადაც შვილის ნახატები გადაიტანეს. შეგროვებული თანხით ისინი შეეცდებიან, შექმნან ადგილი, სადაც პრობლემურ მოზარდებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

ლულუ კახიანი შვილის გარდაცვალებაზე: „მინდა, ლენო ხედავდეს, თურმე როგორ გვიყვარს...“

ტელესახე ლულუ კახიანისა და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის 15 წლის გოგონა ლენო ამ წლის ივნისში გარდაიცვალა. გადაწყვეტილება ღამით მიიღო, როცა მამა სტუდიაში მუშაობდა, დედას და პატარა დას კი ეძინათ… ღამის ოთხის ნახევარზე ლულუ ხმაურმა გააღვიძა… კარზე აბრახუნებდნენ. ლულუ ამბობს, რომ როცა კარი გააღო და თავჩაქინდრული სამი მამაკაცი დაინახა, მიხვდა რაც მოხდა. „გადახტა?“, ჰკითხა მათ. მომხდარი ტრაგედიის […]

გიორგი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს ამ ინიციატივის შესახებ და აღნიშნავს:

„ლენოს ნახატები სხვადასხვა ნივთზე გადაგვაქვს, – მაისურებზე, ჩანთებზე, სტიკერებზე, პოსტერების სახითაც ვყიდით. ამ ყველაფრის შეძენა შესაძლებელია Leno Art-ის „ფეისბუქ“-გვერდის მეშვეობით, ვებგვერდიც მალე იქნება. შემოსული თანხა საქველმოქმედო საქმეს მოხმარდება და სუიციდის სურვილით შეპყრობილ ბავშვებს დაეხმარება.

იდეაა, შევქმნათ ადგილი, სადაც მისვლა „კაი პონტი“ იქნება. არ იარსებებს ტერმინი „ფსიქიატრია“ და არ იქნება საშიში. იქნება ადგილი, სადაც პრობლემური მოზარდების ყურადღებას საინტერესო და დადებითი მიმართულებით გადავრთავთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g