LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „დასრულდა ჩემი ბავშვობა. არ მაწვალა, არც იწვალა, ასე ჩუმად წავიდა… ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა…“

12142
სუხიტაშვილი
„დასრულდა ჩემი ბავშვობა.
არ მაწვალა, არც იწვალა ასე ჩუმად წავიდა.
ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა…“, წერს გიორგი სუხიტაშვილი.
გარკვეული პერიოდის წინ გიორგის ბაბუას ინსულტი დაემართა და გორის კლინიკაში გადაიყვანეს. მომღერალმა მცირე ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ მას კარგის მოლოდინი არ ჰქონდა, რადგან იცის ეს დაავადება – მისი ბებიაც სწორედ ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. „ყველაფერს აქვს დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და დასასრული. სავარაუდოდ, ჩემი მარტოპაპა მიდის დასასრულისკენ. ერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ კარგი ცხოვრება ჰქონდა, ასე თუ ისე, ნახა ძალიან ბევრი კარგი, ბევრი ცუდი…“
გიორგი ხშირად აკითხავდა თავის პაპას სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა და მისი მონაწილეობით საინტერესო ვიდეოებსაც უზიარებდა თავისი გვერდის გამომწერებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები