ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვაშაძის თქმით, მათი სტრატეგია არის მხოლოდ გამარჯვება.
„გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. ნახავთ ახალ ადამიანებს. ჩვენ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ. ხომ იცით, არ მიყვარს ზედაპირული მუშაობა, მიყვარს სისტემური მუშაობა, ასეთ მძლავრ დაგეგმვის ფაზაში ვართ. მეორე ეტაპი უკვე გაზაფხულზე იქნება. ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა – ქართველ ხალხთან ერთად დიდი გამარჯვების მოპოვება“, – განაცხადა ვაშაძემ.