LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას” მოსამართლეების საკითხზე სპეკულაციები ჩაუფლავდა – ყვითლად გაუხაზა ამერიკის ელჩმა თავისი ხელით, თუ რა წერია შეთანხმებაში”

41
unnamed

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” მოსამართლეების საკითხზე სპეკულაციები ჩაუფლავდა”.

“ყვითლად გაუხაზა ამერიკის ელჩმა თავისი ხელით, თუ რა წერია შეთანხმებაში, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, ქვეყანაში ფუნდამენტური სასამართლო რეფორმა განხორციელდება.

„რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, ჩვენ გვქონდა ამის შემდეგ კომუნიკაცია და სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა აშშ – ის საელჩოდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან, ევროკავშირიდან, რაც ახლა ხდება. ამიტომ ნუ ავჩქარდებით, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები