“მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გამოაცხადეთ 6 თვიანი მორატორიუმი და დაასუფსიდირეთ სესხის პროცენტები ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ვერ იხდის საბანკო სესხებს!”- განცხადება სტრატეგია “აღმაშენებლის” ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულ ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა.

“2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 229.7 მლნ ლარი შეადგინა. წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 47,7 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 182 მლნ ლარი იყო.” – აცხადებს ვაშაძე.

სტრატეგია “აღმაშენებლის” ლიდერის თქმით, ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ყველა წვრილი და საშუალო ბიზნესის სასესხო ხელშეკრულებების სუბსიდირება და უზრუნველყოს პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის ჩამოწერა.

 

ციფრები იზრდება, ადამიანი ღატაკდება და მაინც სად უნდა დავინახოთ ეს “მართვა”? ნეტა რამდენი მეგია ქვეყანაში? – ვიკა ბუკია

“229 მილიონია უკვე გადაფორმებული და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გადაფორმება 6 თვით. პენსიონერებს უნდა ჩამოეწეროთ სესხის პროცენტი. სხვა შემთხვევაში ქუჩაში დაგვხვდება ხალხი, რომლებიც ამ ქვეყანაში უსახლკაროდ იქნებიან,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

❗️უმძიმესი ვითარებაა ქართულ ეკონომიკაში‼️2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 229.7 მლნ ლარი შეადგინა.წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 47,7 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 182 მლნ ლარი იყო.🔴 მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გამოაცხადეთ 6 თვიანი მორატორიუმი და დაასუფსიდირეთ სესხის პროცენტები ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ვერ იხდის საბანკო სესხებს!

Posted by Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე on კვირა, 18 ოქტომბერი, 2020

მსგავსი თემები