პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრები თეთრი ხალათებითა და პირბადეებით მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და მთავრობას თერმოსკრინინგის ჩატარებაში ეხმარებიან, ისინი შენობაში ყველა შემსვლელ პირს სიცხეს უზომავენ.

“მთავრობამ მოსახლეობას მასობრივად ჩაუტარა თერმოსკრინინგი. მთავრობას დახმარება სჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ ამ შენობაში ვინც შედიან, იმათ არ უტარდებათ თერმოსკრინინგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ტარდება. გადავწყვიტეთ, რომ მთავრობას დავეხმაროთ”, – აცხადებს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ისინი აღრიცხვასაც აკეთებენ, რომელსაც მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცემენ.

“9 საათს გადასცდა, ვინც მომსვლელი იყო, მოვიდა. არ ინერვიულოთ, 11 კაცი მუშაობს თქვენთვის, ტემპერატურა არავის დაუდასტურდა. პანდემია ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან ამ შენობაში ხალხს არ სძინავს და ზრუნავენ ჩვენზე… იმდენ რამეზეა მათი ძალები გადანაწილებული, რომ საკუთარი თავისთვის აღარ დარჩათ და ამიტომ მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ”, – ამბობს ჯაფარიძე.

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05