LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

180
BeFunky-collage - 2020-09-04T104653.883

წუხელ გვიან ღამით გლდანის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის აფეთქება სახელდება. საცხოვრებელი ბინის მე-4 სართულზე ცეცხლის შედეგად დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში “ფორტუნასთან” განმარტავენ, რომ ხანძრის ლიკვიდაცია დროულად განხორციელდა.

“ღამის 2 საათზე მოხდა აფეთქება 9-სართულიანი შენობის მე-4 სართულზე. ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძარს მოჰყვა საოჯახო ნივთების დაზიანება. ღამევე მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. შედეგად, არავინ არ დაშავებულა”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები