LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: 86 გარდაცვლილი დღეში! უზნეო მთავრობა წინასაარჩევნო მსხვერპლთშეწირვას ეწევა

167
რომანი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას წერს, რომ მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

მისი თქმით, მთავრობა უნდა იდგეს იმაზე მაღლა, თუ რას იტყვის მრევლი.

„86 გარდაცვლილი დღეში!

უზნეო მთავრობა წინასაარჩვენო მსხვერპლთშეწირვას ეწევა.

მხოლოდ მთავრობაა აღჭურვილი შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით, რომ ეს სასაკლაო შეაჩეროს. ამიტომ მისი პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინსტიტუტის თუ ადამიანის, პარტია იქნება ეს, ეკლესია თუ ახირებული იდეების მატარებელი რომელიმე პირი. მთავრობა უნდა იდგეს იმაზე მაღლა, თუ რას იტყვის მრევლი, ამომრჩეველი თუ ვაქსერ-ანტივაქსერი.

მთავრობა არის მკვლელი! მკვლელია არ მარტო იმის გამო, რომ სწორად ვერ მართა პანდემია, არამედ იმის გამოც, რომ მოქმედებდა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით“. – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3034 ახალი შემთხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები