LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: „თუკი ვინმემ რუსეთს თუნდაც მდოგვისოდენა ნამუსი შეუნარჩუნა, ეს მსახიობი ლია ახეჯაკოვაა…“

471
gogadalia

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი  ცნობილი რუსი მსახიობის, ლია ახეჯაკოვას ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ივან ტრეფილოვმა გადაიღო და აღნიშნავს, რომ ყველა ჯილდოც რომ ჩამოართვან, ახეჯაკოვა დარჩება ადამიანად, რომელმაც პუტინის პოლიტიკის გაპროტესტება გაბედა:

„თუკი ვინმემ რუსეთს თუნდაც მდოგვისოდენა ნამუსი შეუნარჩუნა, ეს მსახიობი ლია ახეჯაკოვაა.

მან საჯაროდ გააპროტესტა რუსეთის მიერ დონბასის აღიარება და ასევე, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყება.

პასუხად რა მიიღო?

სახელმწიფო ჯილდოების კომისიამ მისთვის რუსეთის სახალხო არტისტის წოდების ჩამორთმევის საკითხზე მსჯელობა დაიწყო.

ლიას სულ რომ ყველა ჯილდო ჩამოართვან, ის დარჩება ადამიანად, რომელმაც გაბედა და პუტინწამგლეჯის ავადმყოფური პოლიტიკა გააპროტესტა.

ის დარჩება ადამიანად, რომელიც ჯილდოებს არ დაემონა და სიმართლის მხარეს დადგა.

ის დარჩება ადამიანად, რომლისთვისაც ხელოვნება ხელოვნებაა.

ჰოდა, ასეთ ადამიანებს ჯილდოები, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ, მით უფრო, მოძალადეების…“

ლია ახეჯაკოვა: საქართველოსთან იმდენად დამნაშავე ვართ, რომ მე პატიებასაც ვერ გთხოვთ, არ ვიცი, როგორ გვაპატიებთ

ლია ახეჯაკოვას სახალხო არტისტის წოდებას ართმევენ – რუსეთის დუმამ განხილვა დაიწყო

ბავშვებს კლავენ! ჩემი ვალია ვილაპარაკო და არ გავჩუმდე, ნუ ხართ ჩუმად, ჩვენი საქმე მაინც წასულია! – ლია ახეჯაკოვა

magti 5g