LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის: “ლანჩხუთელი” გოგონების ნომერი პირველი გულშემატკივარი იური ბაბუა

245
119826818-1184105071965427-2599795281099202731-n

ბოლო პერიოდში განვითარებული საფეხბურთო მოვლენები, საქართველოს ნაკრებისთვის არც თუ სახარბიელო აღმოჩნდა. თითქოს, ქართველმა გულშემატკივარმა ცხვირი ჩამოუშვა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამჯერად, გოგონების გუნდმა იმარჯვა ლანჩხუთიდან. ”ლანჩხუთი” პირველი ქართული ქალთა კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

სამწუხაროა, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს. თუმცა, ფეხბურთელებისთვის საბონუსედ 25 000 ლარის ოდენობით თანხა გამოიყო, ხოლო კლუბის შემდგომი განვითარებისთვის – 20 000 ლარი. ეს უკვე კარგი ამბავია.

ვიდეო: ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიოთა ლიგაზე – ნასესხები ფულით და დახეული ბუცებით ჩემპიონთა ლიგაზე

”ფორტუნასთან” საუბარში, ქალთა საფეხბურთო კლუბის მოთამაშემ, ხატია ჭყონიამ იური ბაბუაზე ისაუბრა, რომელიც მათი დიდი გულშემატკივარია.

”არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედი შეიძლება, მაგრამ სავსე გულით. ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში”.

ხატიამ გვითხრა, რომ იური ბაბუა ლანჩხუთის ერთ-ერთი მოსახლეა. სულ ველოსიპედით დადის და არცერთი თამაში არ გამოუტოვებია. თუმცა, არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ მოთამაშეებს ფული აჩუქოს.

“თბილისში რომ არის იქაც მოდის და გვგულშემატკივრობს. ყოველი გოლის გატანაზე, გოლის ავტორს თანხას გვჩუქნის. იყო შემთხვევა, როცა მთელ გუნდს გვაჩუქა თანხა. ყველანაირად ცდილობს, რომ გაგვახალისოს და სტიმული მოგვცეს. არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს ფული. შეიძლება მისი პენსიაც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ არასდროს ავიწყდება. ზუსტად არ მახსოვს, რომელი თამაში იყო საზღვარგარეთ, მგონი, ბიჭების თამაში. შინიდან რაღაც ნივთი გაყიდა, იმ თანხით წავიდა საგულშემატკივროდ. ძალიან თბილი ადამიანია. დიდი მადლობა მას”, – ხატია ჭყონია.

“ლანჩხუთის” მეტოქე გაირკვა: შვედები მოდიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g