LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიოთა ლიგაზე – ნასესხები ფულით და დახეული ბუცებით ჩემპიონთა ლიგაზე

481
56

ქართველმა გოგონებმა ის შეძლეს, რასაც ფეხბურთის გულშემატკივარი ამაოდ ელის ათეულობით წლებია. “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი მოუგო გამოცდილ და ძლიერ “კლუჟს” და ლიგაზე იასპარეზებს. ეს ნამდვილად აღსანიშნავი და ისტორიული მოვლენაა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი ისე კარგადაც არ არის, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

“მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს!” – კახა კალაძე “ლანჩხუთის” გამარჯვებას ეხმაურება

 

გავრცელდა ვიდეო, სადაც ლანჩხუთელი ფეხბურთელები არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ.

“ერთ ოთახში ვცხოვრობთ სამნი, არის კიდევ ორი ოთახი, სულ სამი და 5-6 კაცი ვცხოვრობთ. გვაქვს ჩვეულებრივი გაზის გათბობა, ზამთარში ძალიან ვწვალობთ. ვარჯიშიდან რომ მოვდივართ, გარეთ დაბანა გვიწევს. გაოფლიანებული ჩავდივართ აბანოში და გავციებულვართ კიდეც. გაზთან ვაშრობთ სარეცხს, რომ მომდევნო ვარჯისთვის მოვემზადოთ, ზოგჯერ არც შრება სარეცხი”.

“შეიძლება რაღაცის გაკეთება, ელემენტარულად სპორტულები მაინც რომ მოეცათ. 4 თვის ხელფასი გვაქვს ასაღები. ის ორი თვის ხელფასი რაც ჩაგვერიცხა, კლუბის წარმომადგენლებმა აიღეს სესხი, ამხელა გზაზე რომ მოვდიოდით რაღაცეები რომ გვეყიდა, რაც არ გვქონდა”.

“ორ ფეხბურთელს ბუცი არ ჰქონდა, ერთმა იყიდა, მეც არ მქონდა და დახეული ბუცებით ვთამაშობ”.

ვიდეო: აქ არავინ არაფერს გაპატიებს – “ლანჩხუთის” მწვრთნელმა პირობა შეასრულა და აჭარული იცეკვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები