LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა

256
პოლიცია

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გომი-ვაყის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი დედა-შვილია. ექიმების განცხადებით, 30 წლამდე ასაკის ქალი და 7 წლის ბავშვი „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით – პოლიტრავმით შეიყვანეს.

ექიმების თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, ბავშვის სპეციალიზებულ კლინიკაში გადასაყვანად გამოძახებულ იქნა კატასტროფული მედიცინის ჯგუფი, თუმცა, ორივე პაციენტის შემთხვევაში, ავარიის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე, მძიმეა კიდევ ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გომთან ახლოს დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, დაშავებულთა ნაწილს მკურნალობა ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში უტარდება.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები