ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა, “ფეისბუქზე” წერს, რომ როგორც რამდენიმე სოფელში შეძლეს ოკუპაციის შეჩერება, ისევე შეუძლიათ გუგუტიანთკარში, თუმცა ხელისუფლება მათ ვერ აჩერებს.
ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმართვა განაახლეს.
გორის მერი: ყველა უწყება ჩართულია, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ოკუპაციას დაემატა დამატებითი ტერიტორიების მიერთება.
ქაცარავა ამბობს, რომ ეს იგივეა, ოკუპანტებმა საზღვარი გორში გაავლონ.
სულს ვღაფავთ… გთხოვთ, მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა… – მძიმე კადრები გუგუტიანთკარიდან (ვიდეო)
“არ ჩერდებიან ოკუპანტები და ჩვენი ხელისუფლება ვერ აჩერებს მათ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ მოვახერხეთ ატოცში და ჩორჩანაში ბორდერიზაციის შეჩერება.
იგივეს გაკეთება შეგვიძლია გუგუტიანთკარშიც.
ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ 3 ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება
ამ ფოტოებზე კი კიდევ ერთხელ გავამახვილებ თქვენ ყურადღებას – ოკუპანტები, გარდა იმისა, რომ მშვიდად, კომფორტულად მუშაობენ ჩვენი მიწა-წყლის წართმევაზე, ისინი ამავე დროს შეუფერხებლად გადაადგილდებიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ასევე, მიმდინარეობს არამარტო ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ოკუპაცია, არამედ დამატებითი ტერიტორიების მიტაცება.
ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ, ბატონებო? თუ გგონიათ, ამაზე საუბრით ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს უღიარებთ?
ამ ლოგიკით, გორი რომ შეღობონ, მაინც არ შეიმჩნევთ დამატებითი მიწების მიტაცების ფაქტს?” – წერს ქაცარავა.