LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გროზნო-თბილისს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისი დაინიშნოს – ჩეჩნური მედია

173
kadyrov

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრი რუსული ავიაკომპანიის „აზიმუტის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. როგორც რამზან ჩერხიგოვმა შეხვედრაზე აღნიშნა, რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოების შესახებ დავალების შესრულების ფარგლებში, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის იმედი აქვთ.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოების შესახებ დავალების შესრულების ფარგლებში განვიხილეთ პერსპექტიული პროექტები. შეხვედრაზე დავსახეთ ავიარეისების დანიშვნა სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯიდაში“, – განაცხადა ჩერხიგოვმა.

მისივე განცხადებით, დასახული გეგმების რეალიზება ტურისტული დარგის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

ავიაკომპანია „აზიმუტი“ პირდაპირ რეისებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები