მომღერალმა გურამ ლომიძემ, რომელიც გადაცემა “ფარულ კონვერტს” სტუმრობდა, ხატია შამუგიასთან ოჯახის შექმნის ისტორია გაიხსენა.
როგორც გურამ ლომიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება 20 წლის ასაკში მიიღო, ამ ნაბიჯს შეცდომად არ მიიჩნევს.
“შეცდომას ვერ დავართქმევ, ამხელა ბიჭი გვეზრდება… ვერის ბაღში იყო კლუბი და ხატია მანდ გავიცანი.
თანაცხოვრება ხატიას ალბათ, ცოტა გაუჭირდა. ჩემმა ერთ-ერთმა ფლირტმა შეიწირა ეს ოჯახი, რაც ხატიამ ვერ აიტანა. ჩათვალა რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია იმ პერიოდში.
გოგოსთან არ დავდიოდი, ფლირტის დონეზე იყო სხვასთან მიმოწერა. ალბათ, ძალიან კარგი ფლირტი იყო.
იყო ოჯახის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ ასაკმაც იმოქმედა.
ხატია ალბათ, სწორად მოიქცა, რადგან ჩვენი ურთიერთობა არ შედგებოდა,- თქვა გურამ ლომიძე.