LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ ქართველიშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის საინვესტიციო ფონდში დასაქმდა

203
გურამ

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულმა გურამ ქართველიშვილმა ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფონდში Millennium Management-ში რაოდენობრივი მკვლევრის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. ინფორმაციას უნივერსიტეტის ვებგვერდი ავრცელებს.

მათი ცნობით, გურამის საქმიანობის ძირითადი ნაწილი ფინანსური ინსტრუმენტების მათემატიკურ მოდელირებას და შემდგომ იმპლემენტაციას მოიცავს. მსგავსი მოდელები აქტიურად გამოიყენება საფონდო ბირჟაზე დერივატივების ფასისა და არსებული რისკების შესაფასებლად. Millennium Management ნიუ-იორკში 1989 წელს დაფუძნდა და 58 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს მართავს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, გურამმა პენსილვანიის უნივერსიტეტში (University of Pennsylvania) განაგრძო სწავლა და ფიზიკაში დოქტორის ხარისხი მიენიჭა. პენსილვანიის უნივერსიტეტმა მას სწავლის, კვლევისა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო. გურამის ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.

 

თორნიკე ყიყიშვილმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მენეჯერული პოსტი დაიკავა: „ვარ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რეკორდულად მოკლე დროში გაიარა გზა სტაჟიორობიდან მენეჯერობამდე“

ქართველი გოგონა ევროპაში ასტროფიზიკასა და კოსმოლოგიას შეისწავლის – მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა

ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა

23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის 

ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს

„სადაც არ უნდა წავიდე, ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ“ – ქართველი გოგონას ამერიკული ცხოვრება და ინოვაციური სტარტაპი სან-ფრანცისკოში

ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა

magti 5g