„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გურამ შეროზია პასუხობს გავრცელებულ ჭორებს საკუთარ თავის შესახებ:
„5 მცდარი ფაქტი ჩემს შესახებ:
1. არ უყვარს ქართული სუფრა – რა სისულელეა, ჭამაზე ვგიჟდები, ქართულო სამზარეულო 1-ია, ყანწებიც ასწორებს, ოღონდ ბევრს არ ვსვამ, არც უგონოდ ვთვრები. სადღეგრძელოებიც მიყვარს კარგ ხალხში, დემაგოგი თამადა თუ არ არის.
2. ფოთელობის mitydebaa – ასევე სისულელე, ვამაყობ, უამრავჯერ ვწერ ჩამოსულობის თემატიკაზე და ჩემს მეგრელობაზეც და ზოგადად მეგრელების გამორჩეულობაზე)))
3. ათეისტი ვარ. ეგეც ტყუილია, მწამდა სულ, ბევრ რამეში დამხმარებია ღმერთის თანადგომა და იმედი, ეკლესიაში რომ არ დავდივარ, ეგ მართალია კი, ჩემი აზრით, ღმერთთან შუამავალი არ მჭირდება.
4. Orgiebi evasebaaa – ერთ გადაცემაში ვიხუმრე ამაზე და დამრჩა სახელი ვიღაცების თვალში, არაფერი მსგავსი, სიყვარულით და სტაბილურად, ყველაფერი.
5. ძუნწიაა – ესეც მცდარია, უბრალოდ, ეკონომიური ვარ. ვინც იცით, სად და როგორ გავიზარდე და რამდენი შრომა დამჭირდა, რომ რამე მქონოდა – მიხვდებით, რომ წვალებით ნაშოვნის გაფლანგვა არ იქნება მარტივი, ამიტომ უფრო დამზოგველი ვარ, ვიდრე მფლანგველი. მემკვიდრეობით რომ დამრჩენოდა ბეევრი ფუუული – ალბათ მეც მიმოვფანტავდი :)))
მადლობა ყურადღებისთვის!“
გურამ შეროზია ყოფილ ცოლთან მეგობრობს: „ამაში გასაოცარი არაფერია…“