გურამ შეროზია დოდონა ნამორაძის პირველ კასტინგს აქვეყნებს ბერძნულ „ვოისში“ და წერს, რომ მომღერალმა საქართველოში ვერც ერთ კონკურსში ვერაფერს მიაღწია, სამაგიეროდ, ახლა საბერძნეთის „ვოისში“ ნახევარფინალშია:
„კიდევ ერთი ისტორია უმაგრეს მომღერალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში „ვერ დააფასეს” და სხვა ქვეყანა აღაფრთოვანა!
დოდონა ჩემი ყოფილი სტუდენტია, ნიჭიერი, ბეჯითი, მშრომელი და ვერც ვიფიქრებდი, თუ ასეთ კარგ მარკეტერთან ერთად ასეთი ნიჭიერი მომღერალი იქნებოდა…
საკუთარი ბიზნესიც აქვს ამ პატარა ასაკში, ძალიან კარგად სწავლობდა, 1 წელში ერთხელ 500 წიგნიც წაიკითხა და მოკლედ, ახლა საბერძნეთს აზანზარებს და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
აქ „იქს ფაქტორში“ 4 სკამს ვერ გასცდა, აიცრუა გული და ქუჩის მუსიკოსობას მიჰყო ხელი, მერე ნიჭიერში სცადა, მაგრამ იქაც ვერ გადავიდა მეორე ტურის იქით, როცა ასე მღერის – აი, ნახეთ ვიდეო!
ჰოდა, ახლა ნახევარფინალშია საბერძნეთის ვოისში, მალე ფინალშიც მოხვდება და აბა, ჩვენ ვიცით!
ზოგი ჟიური შეიძლება რაღაც ვერ, მაგრამ ხალხი ბრძენია, აბა წიიინ გამარჯვებისკეეენ!!!“
ვიდეო: დოდონა ნამორაძის ფურორი ბერძნულ ვოისში
ვიდეო: ქართველმა მომღერალმა ბერძნულ ვოისში ჟიურის წევრები აღაფრთოვანა