LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში კერამიკული სივრცული ბლოკების წარმოებას იწყებენ

360

ოზურგეთის რაიონში დეკორატიული ფილებისა და  კერამიკული სივრცული ბლოკების საწარმო გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” ქარხნის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ინდმეწარმე შოთა მარგალიტაძემ  განუცხადა, მშენებლობის პროცესი უკვე დასრულებულია და საწარმოში პროდუქციის საცდელ პარტიას უშვებენ.

”საწყის ეტაპზე თვეში 60-70 ათასი  დეკორატიული ფილისა და  კერამიკული სივრცული ბლოკის  წარმოებას ვგეგმავთ. მათი რეალიზაცია კი ადგილობრივად, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მოხდება, რადგან მსგავსი საწარმო აქ ჯერ არ ფუნქციონირებს”, – აღნიშნა მარგალიტაძემ.

მისივე ინფორმაციით, საწარმოში 25-30 ადამიანი დასაქმდება, სამომავლოდ კი წარმადობის გაზრდა და შესაბამისად, დამატებითი კადრების აყვანაც იგეგმება.

”ჩვენი პროდუქციაა ბევრი რამითააა განსხვავებული და მოსახერხებელი.  კერამიკული სივრცული ბლოკები არის ჰიდრომედეგი – რაც გულისხმობს იმას, რომ ტენს არ იღებს ატმოსფეროდან და არც ატარებს.  ასევე გააჩნია მაღალი თბოიზოლაციური თვისებები. ანუ, სიცივეში ინარჩუნებს სითბოს, სიცხეში კი – სიგრილეს”, – აღნიშნა ინდმეწარმემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სივრცული ბლოკები მშენებლობის დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია. ”თუ ბეტონის ბლოკი, რომელიც მშენებლობებზე გამოიყენება იწონის 25 კილოგრამს, იმავე პარამეტრების მქონე ჩვენი ბლოკი მხოლოდ 7 კილოგრამს იწონის, შესაბამისად, მშენებლობის პროცესს აიოლებს”, – დასძინა შოთა მარგალიტაძემ.

ცნობისთვის, დეკორატიული ფილებისა და  კერამიკული სივრცული ბლოკების საწარმოს პროექტმა ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსი გაიმარჯვა და 100 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. ქარხანაში ჯამში  300 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები