LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია სააკაშვილზე: “უნდა ვნახო, რომ ცოცხალია და არ აქვს დაზიანებები”

109
649ad469a4d909698e43ca09f9e13f9d

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაშია გადმოყვანილი.

„რუსთავის ციხიდან დაელაპარაკნენ დიტოს და უთხრეს, აქ არის, გაცნობებთ, რომ გადმოყვანილიაო“, – განაცხადა გვარამიამ მედიასთან.

ექსპრეზიდენტის ადვოკატი გვიან ღამით რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან იმყოფებოდა და ციხის ადმინისტრაციისგან სააკაშვილთან შესვლას ითხოვდა.

„ჯერ უნდა ვნახო პატიმარი, როგორ მდგომარეობაშია. როცა ის ბოლოს ვნახე, იქ მეჩვენა, რომ იყო ძალიან ცუდად. უნდა ვნახო, რომ პატიმარი ცოცხალია და არ აქვს დაზიანებები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ეს განგაშის ბოლო სიგნალია, შემდეგი უკვე ამ კაცის მოკვლა იქნება” – არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g