LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს განგაშის ბოლო სიგნალია, შემდეგი უკვე ამ კაცის მოკვლა იქნება” – არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს

800
180527553

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააავრცელა.

არსებული იფნრომაციით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში იძულების წესით გადაიყვანეს. როგორც მან მედიასთან რუსთავში განაცხადა, იყო ხელბორკილების დადების მცდელობა და ჯიკაობა.

„ეს არის განგაშის ბოლო სიგნალი, შემდეგი უკვე ამ კაცის მოკვლა იქნება. თუ რა დაზიანებები აქვს მიყენებული, ეს სახალხო დამცველმა და მისმა ადვოკატებმა უნდა შეაფასონ და ნახონ“, – განაცხადა ჩალაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მათ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები