LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვითხრეს, რომ 1 წლის შემდეგ კორპუსი აშენდებაო… 100%-იანი გარანტია მოგვცეს, მაგრამ სავარაუდოდ, ხალხი არ დათანხმდება“ – დევნილები აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

161
დევნილი

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ორი დევნილი მოქალაქე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჯემალ გამახარიას შეხვდა. 

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც დასრულების შემდეგ გაირკვა, დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბევრი საკითხი განიხილეს, თუმცა, მთავარი თემა „ქართლში“ მცხოვრები დევნილების სასწრაფოდ ბინებით დაკმაყოფილება იყო.

დევნილების განცხადებით, სანატორიუმ „ქართლში“ ახალი ბზარები გაჩნდა და ჭერი ჩამოანგრია

აღნიშნულის შესახებ მედიას თავად ერთ-ერთმა დევნილმა განუცხადა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

„პირველ რიგში სამძიმარი გამოგვიცხადეს და ჩვენი მდგომარეობა ზოგადად, ბატონი ზურაბის გარდაცვალება, დიდი წუხილით მიიღეს.

ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, თუმცა მთავარი მაინც ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ არანაირი ქირა და არანაირი ლოდინი – იქიდან სასწრაფოდ უნდა გაგვიყვანონ. სახელმწიფოს აქვს იმისი რესურსი, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ თვითონ ამ ადამიანებმა შეთავაზება გააკეთეს და 100% -იანი გარანტია გვითხრეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთო.

100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაფერი გექნებათ და იმის, რისიც 1 წლის განმავლობაში არ გჯერათ, ქირა იქნებაო… 1 წლის შემდეგ ჩვენ არ ვიცით სად წავიდეთ. გვითხრეს, რომ 1 წლის შემდეგ კორპუსი აშენდებაო.. აი, ამის 100%-იანი გარანტია მოგვცეს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა დევნილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

„სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლის დაცვა“ – NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს დევნილთა ღირსეულ პირობებში განსახლება

როგორც მანვე აღნიშნა, რა თქმა უნდა, აფხაზეთის მთავრობას ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ ან ბინა ააშენონ ან ეს ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ აფხაზეთის მთავრობამ მომხდარი ფაქტის შემდეგ ალბათ, გადაწყვიტეს, რომ შესაბამის სამსახურებს დაჰკავშირებოდნენ.

კითხვაზე, დათანხმდებიან თუ არა დევნილები ამ წინადადებას, მან უპასუხა: არ ვიცი, სავარაუდოდ, ჩვენი ხალხი ამ შემოთავაზებას არ დათანხმდება, ეს წინადადება ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში, ბატონმა ილია ღუდუშაურმაც შემოგვთავაზა, მაგრამ არ დავთანხმდით. ასე რომ ყოფილიყო, შეიძლება ის ადამიანი დღეს აქ ყოფილიყო. ერთადერთი ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ სასწრაფოდ ბინებით დაგვაკმაყოფილონ და ეს არარეალური არაა. 

„იგივე შემოთავაზება გააკეთეს, მაგრამ ამ ადამიანმა გვითხრა და 100%-იანი გარანტია მოგვცა, რომ ქირის შემთხვევაში, გადასახდელი თანხა, 1 წლის განმავლობაში, ნამდვილად გადახდილი იქნება. იყო საუბარი იმაზეც, რომ ეს თანხა, 600 ლარი იქნება თუ 700 (რა თანხაშიც ქირა იგულისხმება) ანგარიშზე ჩაურიცხონ. არ ვიცი, მე პირადად ახლა პასუხს ან თანხმობას, ვერც ამ ადამიანებს მივცემ და ვერც თქვენ, რადგან ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არაა,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დევნილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g