„როცა ხელისუფლება ასე იქცევა, ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი ეკისრება მას, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც დღეს ვიხილეთ,“ – ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საპროტესტო აქციისკენ მიმავალი ავტოკოლონების გზის გადაკეტვის მცდელობას ეხმაურება.
ბოკერიას განცხადებით, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს სამოქალაქო მშვიდობა კი არა, ძალადობის პროვოცირება აინტერესებს.
„როდესაც ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, თან ასეთი სიძულვილის კონტექსტით, ეს პირდაპირ ნიშნავს უტიფარ განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის, რომ სამოქალაქო მშვიდობა კი არ აინტერესებთ, პირიქით ძალადობის პროვოცირება აინტერესებთ და როცა ხელისუფლება ასე იქცევა, ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი ეკისრება მას, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც დღეს ვიხილეთ,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს თბილისისკენ მომავალ კოლონებს გზად ცოცხები დაახვედრეს.
ირინა სარიშვილი: ცოცხებს რო გირიგებენ, თითო 11 ლარი ღირს და ფულად გამოართვით ფულად, არ გირჩევნიათ?