„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ჰარცელის „მეტისმეტად რბილი“ განცხადება შესაძლოა, ნიკანორ მელიამ გაიგოს როგორც „მწვანე შუქი” შემდგომი პროვოკაციებისთვის“.

„შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ასეთ შემთხვევაში.

სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი “მწვანე შუქი” ნიკანორ მელიასთვის იმისათვის, რომ მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა, მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც “მწვანე შუქი” შემდგომი პროვოკაციებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

  Ad desktop banner Ad mobile banner

მსგავსი თემები