LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერმან საბო: ისეთი ანგელოზები თუ გვყავდნენ, შეუძლიათ, საქართველოს 6 თვეში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიაღებინონ, აქამდე სად იყვნენ?

544
BeFunky-collage (11)

კარგად ვერ წარმომიდგენია, ტექნიკური მთავრობა როგორ უნდა შეიქმნას და თუ ისეთი ანგელოზები გვყავდა, ვისაც შეუძლია, საქართველოს ექვს თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიაღებინოს, აქამდე სად იყვნენ? ან რა ლეგიტიმაცია აქვთ? ან როგორ აირჩევიან?,– ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა. მისი თქმით, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე პროცესს სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი იქნება პოლიტიკოსების გარეშე.

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ მხრივ, რომ ადამიანებს ვიპოვით, რომლებიც არც ერთ პარტიასთან აფილირებული არ არიან და ყველა შეთანხმდება, რომ ეს ადამიანი თავს კარგად გაართმევს ან თავდაცვის მინისტრობას, ან ფინანსთა მინისტრობას. ამ კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელი არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი. არ მგონია, რომ აქციაზე ხალხი ვიღაცის დაძახებულზე გამოვიდა, იმის გამო გამოვიდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გამოცდა ვერ ჩააბარა, რომელიც ევროკავშირმა დაგვიყენა. შეიძლება, ვიღაცამ ღონისძიება გააკეთა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამ მუხტის მატარებლები არიან“, – განაცხადა საბომ.

შეგახსენებთ, 24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს. მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები