LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იაფფასიანი ფიასკო… მეწყვილე გრძნობდა, რომ ვოკალით და ბევრი სხვა მონაცემებით, ნუცა მას ბევრად აღემატებოდა და სპეკულაცია გადაწყვიტა“ – ზაზა შენგელია American Idol-ის დუეტის ტურზე

1977
Untitled design (3)

„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის დუეტის ტურს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ზაზა შენგელია წერს, „ნუცა ბუზალაძის მეწყვილე კარინა დი ანჯელო გრძნობდა, რომ ვოკალით და ბევრი სხვა მონაცემებით, ნუცა მას აშკარად და ბევრად აღემატებოდა და ამის გამო სპეკულაცია გადაწყვიტა, რის გამოც დატოვა კონკურსი“.

ვიდეო: „ამ გა­მოს­ვლის შემ­დეგ ფსი­ქი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი… მარ­თლა ძა­ლი­ან გავბრაზდი“ – ნუცა ბუზალაძე American Idol-ის დუეტის ტურზე

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე ჟიურის წინაშე დუეტში წარდგა – ნახეთ ნუცას შესანიშნავი პერფორმანსი

„ეს ის შემთხვევაა, როცა „ჰოლივუდს ცრემლების არ სჯერა“…

როგორც სხვა ამერიკულ სატელევიზიო შოუებში, ასევე ”American Idol”-ში ხშირად მინახავს, როცა მონაწილეები ცდილობენ სთორის (ამბავის) შექმნას თავის გარშემო, იმ მიზნით, რომ მიიპყრონ ჟიურის და მაყურებლების მხრიდან თანაგრძნობა (ხანდახან ეს თავის შეცოდების გზით ხდება) და აქედან გამომდინარე მხარდაჭერაც.

სამწუხაროდ, გუშინ საღამოს ამერიკული ტელეკომპანია ABC-ის ეთერში, ნუცას მეწყვილე-კონკურენტის, კარინა დიანჯელოს ანალოგიური მცდელობა იყო აბსოლუტურად იაფფასიანი და თითიდან გამოწოვილი ფიასკო. ის გრძნობდა, რომ ვოკალით და ბევრი სხვა მონაცემებით, ნუცა მას აშკარად და ბევრად აღემატებოდა და ამის გამო სპეკულაცია გადაწყვიტა, რის გამოც დატოვა კონკურსი.
დღეს დილით, ”American Idol”-ის ოფიციალურ გვერდზე გავეცანი ამერიკელი მაყურებლების კომენტარებს მომხდართან დაკავშირებით და საბედნიეროდ (ნამდვილად გამიკვირდებოდა სხვაგვარად რომ ყოფილიყო), უმეტესობა ნუცას უცხადებს მხარდაჭერას, რომელმაც მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა და უაღრესად ღირსეულად მოიქცა კონკურსის ამ ეპიზოდში, უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნუცამ თავისი გამოსვლით აშკარად დაჯაბნა მეწყვილე-კონკურენტი.

წინ საქართველო ! ძალიან მაგარი პიროვნება ხარ და ჩემი გოგო ხარ You Go Girl Nutsa Buzaladze“, – წერს ზაზა შენგელია.

 

The Drama! Duet Partners Carina & Nutsa Didn’t Work Well Together! – American Idol 2023

& had some drama with their duet! ?

Posted by American Idol on Monday, 3 April 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g