LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

64
FORTUNA.GE-

იაპონიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა. 

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალი კვირიდან, მოსახლეობის აცრა “ბიოენტეკისა” და “ფაიზერის” მიერ ერთობლივად წარმოებული ვაქცინით დაიწყება.

დამტკიცებულია ვაქცინაციის გეგმა და უკვე განსაზღვრულია სამიზნე ჯგუფები.

თავდაპირველად აიცრებიან სამედიცინო მუშაკები, რომლებიც მძიმე პაციენტებთან მუშაობენ.

აპრილში დაგეგმილია მოხუცებისა და ასევე, დაახლოებით, 3 მილიონამდე მედპერსონალის აცრა. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი კი ვაქცინას ივნისიდან მიიღებს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ქვეყანაში განაცხადეს, რომ ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა დაყოვნებულიყო, ამის მიზეზი კი ის შპრიცები გახდა, რომელიც შეიძინეს, თუმცა შეუსაბამო აღმოჩნდა ვაქცინისთვის.

როგორც ცნობილია, “ფაიზერის” ვაქცინას სპეციალური შპრიცები სჭირდება, რათა ფლაკონიდან ვაქცინის დოზის ამოღება სრულად იყოს შესაძლებელი – ფლაკონებში მოთავსებულია 6 დოზა, სტანდარტული შპრიცებით კი ვაქცინის მხოლოდ ხუთი დოზის ამოღებაა შესაძლებელი.

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, “ფაიზერისგან” ვაქცინის 144 მილიონი დოზა შეიძინა, რაც ორჯერადი მიღებით საკმარისია 72 მილიონი ადამიანისთვის, თუმცა შეუსაბამო შპრიცების გამო, ამ რიცხვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება მხოლოდ 60 მილიონი ადამიანის აცრა.

ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოუწოდა სამედიცინო ინვენტარის მწარმოებლებს, გაზარდონ სპეციალური შპრიცების წარმოება, რათა ვაქცინაციის პროცესი არ შეფერხდეს.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო კოვიდრუკაზე იაპონია 37-ე ადგილს იკავებს. ქვეყანაში სულ გამოვლენილია კოვიდ-19-ის 414 472 შემთხვევა და გარდაცვლილია 6 912 ადამიანი.

ვაქცინაციის გეგმას ოპტიმიზმით უყურებენ ქვეყანაში. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, იაპონია მოემზადოს ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც პანდემიის გამო 2020 წელს გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები