LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იარაღის მუქარით ჩემზე და ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა მოხდა: ოპოზიციონერი დეპუტატი

168
1

პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თორდიას ფიზიკურად 8 პირი გაუსწორდა:

“მალხაზ თორია, არასრულწლოვან შვილთან ერთად, ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო “მერსედესის” მარკის, ლურჯი ფერის, მე-3 ავტომანქანა კი იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს. სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით რვა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიასა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის შვილსაც. ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ “მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა.” – განაცხადა ქემოკლიძემ.

ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მოგვიანებით თავად მალხაზ თორიამაც ისაუბრა:

“ზუგდიდის სოფელ კობში ვიმყოფებოდი, საიდანაც წავედი ზუგდიდში, ჩემს საცხოვრებელ სახლში. ჩემთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა შვილი. შევაჩერეთ მანქანა სასაფლაოსთან, სადაც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ მამის საფლავთან ჩემს შვილს სანთლის დანთება სურდა. ამ დროს გაჩერდა ავტომანქანა, გადმოვიდა რამდენიმე მამაკაცი და სასაფლაოს ეზოში იარაღის მუქარით მოხდა ჩემზე და ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა.

მე ვეუბნებოდი, რომ შეგეშალათ, რაზეც მიპასუხეს, რომ ვიცით ვინ ხარ და რატომ არ ხარ ჩვენთან, რატომ მუშაობ ჩვენს წინააღმდეგო.” – თქვა თორიამ.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება), 151-ე (მუქარა) და 187-ე (ნივთის დაზიანება) მუხლებით.

პოპულალურები