LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდგა და და ადამიანების სახელებს ყვიროდა, დაკარგულ ახლობელს ეძახდა, მაგრამ… ეს ურთულესი სანახავი იყო“ – მაშველი თორნიკე მაცაბერიძე სტიქიის ადგილზე მომხდარს იხსენებს

891
ფორტუნა - 2023-08-10T130523.129

მთამსვლელმა თორნიკე მაცაბერიძემ, როგორც კი შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაიგო, მაშინვე ძმასთან, მეკლდეურ გიორგი მაცაბერიძესთან ერთად ადამიანების გადასარჩენად წავიდა.

თორნიკე მაცაბერიძე ამბროლაურში, სოფელ  ველევში ცხოვრობს.  ტრაგედიის ადგილზე მისვლისას განცდილ ემოციებზე თორნიკე ჟურნალ „გზას“ ესაუბრა.

„იმ ადგილს, სადაც სტიქია მოხდა, ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრჯერ ვარ ნამყოფი. დავინახე, რომ რამდენიმე შენობის გარდა, შოვი აღარ იყო. ყველაფერი წყალს და მეწყერს წაეღო..

მდინარეზე გადასასვლელი მოვძებნეთ, ერთ ადგილზე ხე იყო ჩახეგილი, რომელიც იმდენად პრიალა იყო, ფეხით ვერ გადავივლიდით. ამიტომ დავჯექით და ისე გადავედით, თოკიც ჩაგდებული გვქონდა, რომ ვინმე წყალში რომ ჩავარდნილიყო, მოსჭიდებოდა და დინებას არ წაეღო. ორი ადამიანი მოვიდა იმ სლიპინა ხეზე ფეხით გადასვლა დააპირეს. დავუყვირე, რომ არ შემდგარიყვნენ, მაგრამ ვერ გაიგონეს. ისეთი შეშლილი სახეებით იყურებოდნენ, რომ შეხედავდი, მიხვდებოდი, რომ დასაკარგი ბევრი არაფერი ჰქონდათ. ამ ორიდან ერთ-ერთი მდინარეზე გადავიდა, მგონი ვერც ვერაფერს ხედავდა. მეორე მხარეს იდგა და და ადამიანების სახელებს ჰყვიროდა, დაკარგულ ახლობელს ეძახდა, მაგრამ.. ეს ურთულესი სანახავი იყო“. – იხსენებს თორნიკე მაცაბერიძე გზასთან საუბარში.

„ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები გუშინ მაშველების ასვლამდე გადავიდნენ შოვში, მთელი დღეა ეხმარებიან – საამაყოა როცა ასეთი ადამიანებით შედგება საქართველო“ – მთასვლელთა კლუბი „თეთნულდი“

„ეს ბიჭები განასახიერებენ რაჭას, თუ რამე გინდა იცოდე რაჭაზე, ეს აურა უნდა იგრძნო“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე ძმებ მაცაბერიძეებზე, რომლებიც მაშველების ასვლამდე მეწყერში მოყოლილებს ეხმარებოდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g