LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ „ტესლა“ ჩვეულებრივ საჭეს აღარასდროს დაიბრუნებს

90
ac7a1dd09973462bb6a6597197599f980755cc62

განახლებულმა Tesla Model S–მა უჩვეულო ფორმის საჭე მიიღო – ეს არის U ფორმის შტურვალი, რომელსაც ზედა ნაწილი საერთოდ არ აქვს. ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი მომხრე და ასევე არანაკლები მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ამიტომ ვრცელდებოდა ჭორები, რომ „ტესლა“ ჩვეულებრივ საჭეს  ოფციის სახით დაამატებდა, ანდაც ამ ექსპერიმენტზე საერთოდ უარს იტყოდა.

თუმცა, ილონ მასკმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ჩვეულებრივი საჭის ბორბალი ბრენდს აღარასდროს დაუბრუნდება. ამას ადასტურებს პაპარაცების მიერ გადაღებული ახალი კადრებიც.

გამოცემა Car & Driver–მა კომენტარისთვის აშშ–ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურ დეპარტამენტს მიმართა და დაადგინა, რომ ჩინოვნიკები ასეთ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ იწონებენ. სინამდვილეში კი საჭის ფორმის შესახებ აშშ–ში არანაირი რეგლამენტი არ არსებობს  – ავტომწარმოებელი უბრალოდ იმის გარანტი უნდა იყოს, რომ მგზავრების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g