LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის კვირის“ ჟურნალისტი: ევროკავშირი, აშშ და ქვეყნის შიგნით უამრავი ადამიანი რომ გამოხატავს შეშფოთებას – როგორ არაა გასათვალისწინებელი?

268
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის კვირა“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას უზიარებს საკუთარ მოსაზრებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება.

„არ გაჩერდეთ! ჩვენ არ გავჩერდებით! არ მივცემთ შესაძლებლობას მშვიდად ისაუბრონ პეპლებზე და ყვავილებზე..“ – ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივი მიმართვა

ნადიმ ხმალაძე: „ერთ ღამეში გადავწყვიტეთ მე და გიგა მაქარაშვილმა, რომ აქ უნდა ვყოფილიყავით.. უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, რათა რუსეთის კლანჭებს თავი დავაღწიოთ“

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

„კანონი ანტისახელმწიფოებრივი და არაკონსტიტუციურია – დააზიანებს შშმ პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები არიან“ – შშმ პირები პარლამენტს

„კანონპროექტების შინაარსში რომ არ შევიდეთ, რაც ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა ქვეყანამ, რეკომენდაციებს ვასრულებთ, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა და დღეს, ამდენი წლის შემდეგ ახალ ინიციატივაზე შეშფოთებას რომ გამოხატავენ ევროკავშირში — შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთანო, როგორ არაა გასათვალისწინებელი?

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ამერიკა რომ გეუბნება, ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო და უამრავი ის ადამიანიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთავრობო სექტორს არ წარმოადგენს (იმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო ან წაკითხულის გააზრება უჭირსო), ასეთი ვნებათაღელვა რომ მოყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიციატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ჰქონდეთ?

არგუმენტი ვერ იქნება, „ევროპა მიშას გათავისუფლებასაც გვთხოვს და გავათავისუფლოთ?“ ვერც „არ უნდა ვიცოდეთ, რაღაც მოძრაობები საიდან მოდის?“ და ა.შ და ა.შ“ — წერს ქეთი ფარცხალაძე.

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს

პოპულარულები