LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე ანტივაქსერებზე: “როცა წერენ, მეზობლის ბიძაშვილის ქვისლის ახლობლის მამიდაშვილი ორჯერ აიცრა და გარდაიცვალაო, არასდროს ამბობენ, კონკრეტულად ვინ იყო, ვთხოვ, მომეცით მონაცემები”

2229
BeFunky-collage (5)

“იურიდიულად შეიძლება სავალდებულო არ იყოს, მაგრამ აქ სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი”,- ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აც­რე­ბის იძუ­ლე­ბა­სთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

პაატა იმნაძე ანტივაქსერებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ არასდროს ეკამათება.

“არასდროს ვეკამათები ანტივაქსერებს, თავიანთი უბედურება ეყოფათ. სამწუხაროდ, ჩემი პროფესიის ექიმები მათთან უძლური არიან, სხვა პროფესიის ექიმების დახმარება სჭირდებათ. თქვენ გგონიათ, ანტივაქსერობა მხოლოდ ის არის, რომ ვიღაცას ასე სჯერა? ბევრი მათგანი სხვა ქვეყნებიდან იმართება.­ ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. გამოქვეყნებულია კვლევები, თუ როგორ ცდილობს­ ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახური ანტივაქსერებით საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებას. სამწუხაროდ, ანტივაქსერების ანკესზე ეგება ბევრი ადამიანი, ვისაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია მედიის დახმარება, საზოგადოების ინფორმირება. მიუხედავად ანტივაქსერების ისტერიკისა, მილიონამდე ადამიანი აიცრა.

თუ დააკვირდებით, როცა წერენ, მეზობლის ბიძაშვილის ქვისლის ახლობლის მამიდაშვილი ორჯერ აიცრა და გარდაიცვალაო, არასდროს ამბობენ, კონკრეტულად ვინ იყო ეს ადამიანი. სულ ვთხოვ, მომეცით მონაცემები, ვინ გარდაიცვალა-მეთქი – ჩვენ ხომ სრული ბაზა გვაქვს აცრილებისაც, გარდაცვლილებისაც – მაგრამ ვერ მეუბნებიან… სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული­ ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთებს მედიაში ვუპასუხოთ.

ყველაზე გახმაურებული შემთხვევას გეტყვით… ყველა იცნობდა ვაჟა ოთარაშვილს. ჩემს თავს იმიტომ ვაძლევ მასზე­ საუბრის უფლებას, რომ მისმა შვილმა დაწერა, როგორ მოუგონეს ამ ადამიანს, თითქოს ორჯერ აცრილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის არ იყო ორჯერ აცრილი, იმიტომ, რომ კორონავირუსი მეორე აცრიდან რამდენიმე დღეში დაემართა, ანუ ვაქცინა ჯერ სრულყოფილად ვერ იმოქმედებდა. ამას შვილი ამბობს. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვერ ვპასუხობთ, არ გვაქვს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება. იმის უფლებაც არ გვაქვს, ვთქვათ, იყო”,- განაცხადა პაატა იმნაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები