LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდური შტამის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ვაქცინა “ფაიზერია”

418
befunky-collage-7-2020-11-24-06-55-44-320418

ინდურ შტამთან მიმართებაში ვაქცინების ეფექტურობა, სხვა სტანდარტულ შტამებთან შედარებით დაბალია, თუმცა ეფექტურია. ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “ფორტუნას” განუცხადა.

“ინდურ შტამს გარკვეული თავისებურება ახასიათებს. ვაქცინეზე გარკვეულწილად უფრო მეტად ჩამორჩება მისი ეფექტურობა სხვა სტანდარტულ შტამთან შეადარებით, თუმცა მაინც ეფექტურია.

“ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ მისი ეფექტურობა 35 პროცენტამდე აღწევს, მეორე დოზის შემდეგ კი 87-88 პროცენტს. რაც შეეხება “ასტრაზენეკას”, ამ შემთხვევაშიც მისი ეფექტურობა პირველი დოზის შემდეგ 30-35 პროცენტი, ხოლო მეორე დოზის შემთხვევაში 60 პროცენტზე მეტია”,-განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ინდური შტამის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 3 უცხოელი, რომლებმაც საქართველო უკვე დატოვეს, 2 კი ქართველი, რომლებიც იზოლირებულები არიან.

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა: ამირან გამყრელიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g