ინგლისში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიაში გადაწყვიტეს, 12 წლამდე ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთით არიან დაკავებული, თავით თამაში აუკრძალონ. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი სპორტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი კვლევის შედეგია, რომლის მიხედვით ყოფილი ფეხბურთელები სამჯერ უფრო ხშირად იღუპებიან ტვინის დეგენერაციული დაავადებით, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ადამიანი.

კერძოდ, კვლევებით დადგინდა, რომ ყოფილი ფეხბურთელებისთვის ტვინის ტრავმის დაავადების რისკი 3,5-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ადამიანისთვის, ორჯერ – პარკინსონის, ხუთჯერ კი ალცჰაიმერით დაავადებით.

უეფას სამედიცინო კომიტეტთან ერთად შემუშავებული ახალი წესების თანახმად, 6-დან 11 წლამდე ბავშვებს აღარ ექნებათ უფლება, ვარჯიშზე თავით ითამაშონ. 12-დან 16 წლამდე ფეხბურთელებისთვის კი შეზღუდვები დაწესდება.

აკრძალვა თუ შეზღუდვა შეეხება მხოლოდ ვარჯიშებს. თამაშებზე თავით თამაში კვლავ ნებადართული იქნება.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05