„უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა მან უპასუხა კითხვას, აპირებენ თუ არა, რომ შესაბამისმა უწყებებმა აქციაზე დაკავებული ადამიანები გაათავისუფლონ.
კობახიძის თქმით, “მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს”. მმართველი გუნდის თავმჯდომარე განმარტავს, რომ „უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად”.
შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.