LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: რუსეთთან თუ რაიმე კომუნიკაცია შეიძლება, შედგეს, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეცწარმომადგენელი, გუშინ არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული, ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა?

169
fot

რაიმე კომუნიკაცია თუ შეიძლება, შედგეს რუსეთთან, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეცწარმომადგენლის არხი, ამის იქეთ არხები არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.

ირაკლი კობახიძე: გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმისთვის მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე

„ჩვენ გვაქვს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარულ საკითხებზე ურთიერთობები, მაგრამ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თუ რაიმე კომუნიკაცია შეიძლება, შედგეს, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეცწარმომადგენლის არხი. ამის იქეთ არხები არ არსებობს. გუშინ არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული. რუსეთის შიდა საქმეა, რაც გუშინ ხდებოდა. ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა ამაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g