ირინა სარიშვილი დღევანდელ კოვიდსტატისტიკას ეხმიანება და ასახელებს მიზეზებს, რის გამოც, მისი აზრით, საქართველოში ამგვარი სამწუხარო ვითარება შეიქმნა.
„გასულ დღე–ღამეს კიდევ 81 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
1. 4–5 თვით გვიან დაწყებული ვაქცინაცია;
2. პირველ აცრაზე დაღუპული ახალგაზრდა ექთნის დაღუპვის რეალური მიზეზის დამალვა და ამით ვაქცინაციის მიმართ საყოველთაო შოკის გამოწვევა მოსახლეობაში;
3. ერთი მუჭა პროვოკატორი დაფინანსებული ტროლების მიერ სოციალურ ქსელში და ზოგადად სოციუმში მავნებლური აქტიურობა და მოსახლეობის დიდი ნაწილის პანიკაში ჩაგდება სწორი საინფორმაციო პოლიტიკის არრსებობის გამო;
4. ერთი მუჭა პროვოკატორი დაფინანსებული ტროლების მიერ სოციალურ ქსელში და ზოგადად სოციუმში მავნებლური აქტიურობა და მოსახლეობის დიდი ნაწილის პანიკაში ჩაგდება სწორი საინფორმაციო პოლიტიკის არარსებობის გამო;
5. არასაკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები კოვიდპაციენტებისთვის;
6.სრული ქაოსი სხვა დაავადებებით დასნეულებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ქრონიკულებისთვის;
7. ჩინოვნიკთა და მათთან გათანაბრებული სამედიცინო იერარქოსნების ჯიბეებში გაუჩინარებული პანდემიასთან ბრძოლისთვის ვალად აღებული მილიარდები, რაც ხვალ ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ;
8. მთავრობის წევრთა მიერ სინდისს და რეალობას აცდენილი განცხადებები იმის თაობაზე რომ ყველაფერს აკონტროლებენ;
9. პანდემიასთან საბრძოლველად შემოღებული სრულიად არაადეკვატური ზომები – ტრანსპორტის გაჩერება, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ვითარების გამწვავებას…
თუ რამე გამომრჩა ამ თემაზე, კომენტარებში შემახსენეთ…
აი, ამ ყველაფერზე როდესღაც, თუნდაც მაშინ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, აუცილებლად აგებთ პასუხს, ხელისუფალნო, თქვენი შთამომავლებიანად!
ეს ჯოჯოხეთი არ ჩაივლის დამნაშავეთა დაუსჯელად!
გეშინოდეთ ამხელა ცოდვის!“