პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც იყვნენ შექმნილი, შესაძლოა „ომიკრონი“ შტამის შესაჩერებლად ვერ იმუშაონ. მისივე განმარტებით, დეტალური ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით 2 კვირაში გახდება ცნობილი.

ფხაკაძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური, სავარაუდოდ, „ფაიზერ/ბიონტეკი“ და „მოდერნას“ ვაქცინები იქნება.

ფხაკაძე საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ და „ფაიზერ/ბიონტეკით“ ან „მოდერნას“ ვაქცინებით აცრისკენ მოუწოდებს.

✅გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“ (Omicron). „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).

✅ აჯიოტაჯია საფონდო ბირჯებზე.
✅ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით.
✅ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ლონდონის ბირჟაზე 3%, ბიტკოინმა დაკარგა 7%❗️
✅სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს 😞
✅ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.
✅სად არის გავრცელებული ახალი ვარისნტი:
📌 სამხრეთ აფრიკა 🇿🇦
📌ბოტსვანა 🇧🇼
📌ნამიბია 🇳🇦
📌ბელგია 🇧🇪
📌ლესოტო 🇱🇸
📌ესვატინი 🇸🇿
📌ზიმბაბვე 🇿🇼
📌ჰონგკონგში (ჩინეთი) 🇭🇰/🇨🇳
📌ისრაელი 🇮🇱
✅რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!
📍ძალიან სწრაფად ვრცელდება❗️
📍შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში
❗️
📍არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი. შესაძლოა ის ვაქცინები რომლებიც იყვნენ შექმნილი უჰანურუ შტამის წინააღმდეგ შესაძლოა ვერ იმუშაონ ამ ვარიანტის შესაჩერებლად. უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება დაახლოებით 2 კვირაში. სავარაუდოდ ფაიზერ/ბიონტეკი და მოდერნას ვაქცინები იქნება ამჯამად ყველაზე ეფექტური ვაქცინები.
✅რა უნდა ქნას საქართველოს 🇬🇪 მთავრობამ ახლა. დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს: შეერთებული შტატები 🇺🇸, დიდი ბრიტანეთი 🇬🇧, იაპონიამ 🇯🇵, და ჰოლანდიამ 🇳🇱. სინგაპური 🇸🇬, იტალია 🇮🇹, საფრანგეთი 🇫🇷 და ისრაელი 🇮🇱 ასევე გააწითლეს მოზამბიკი 🇲🇿.
✅დროებით უნდა შეჩერდეს შემოსვლა:
📌ნამიბიიდან 🇳🇦
📌ლესოტოდან 🇱🇸
📌ესვატინიდან 🇸🇿
📌ზიმბაბვედან 🇿🇼
📌ბოტსვანადან 🇧🇼
📌მოზამბიკიდან 🇲🇿
📌 სამხრეთ აფრიკიდან 🇿🇦
📌ჰონგკონგიდან (ჩინეთი) 🇭🇰/🇨🇳
✅რა უნდა გააკეტოთ თქვენ:
📌მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები❗️
📌დროზე აიცერით ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინებით, არ გადადოთ❗️
✅ჯანმრთელობას გისურვებთ …“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები