LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი წკრიალა, მოვლილი და ლამაზია იქაურობა, ცრემლი გადგება“  – ნინო დარასელი სამეგრელოზე

660
nino darsaeli

ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში სამეგრელოში გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ისეთი ლამაზი და მოვლილია კარმიდამოები, რომ ცრემლი ადგება.

ნინო დარასელი: „ჩემი სახლი გრიშა კაკაჩიას მასწავლებლის, ოფელია დარსალიას სახლად გაუსაღებიათ „ჩემი ცოლის დაქალებში“

„არანაირი ზეზვა, მზია და დმანისი, ცირა, დათა და სამეგრელო… პირველი ევროპელის თავის ქალა დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება კოლხეთის დაბლობზე. არსად ჩვენს ქვეყანაში, ამაზე მეტი თვალსაჩინო მტკიცებულება ჩვენი ევროპელობის არ მეგულება, როგორც სამეგრელოს კარმიდამოებში.

ისეთი წკრიალა, მოვლილი და ლამაზია იქაურობა, ცრემლი გადგება. ფოტოები ფაქტიურად არ მაქვს, იმიტომ რომ მენანებოდა ამ ყველაფრის ტელეფონში ყურება.

ჩემი მშობლიური მუხური და კახათი მოვინახულე და ახლა კიდევ უფრო ამაყად შემიძლია ვთქვა: მე ვარ მეგრელი და მაშასადამე ევროპელი

მიორქ სამარგალო“, – წერს ნინო დარასელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები