ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავიარეისი განხორციელდა.
მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.
მათი ინფორმაციით, ისრაელში ვითარება კონტროლის ქვეშაა. მათივე თქმით, ძირითადად, დარტყმა თელ ავივმა და აშტოცმა მიიღო.
ცნობისთვის, კომპანია „აირზენასთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებით ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით 11 ოქტომბერს დამატებითი რეისი დაინიშნა.
მიმდინარეობს მუშაობა, რომ რეისი 12 ოქტომბერსაც დაინიშნოს.