LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორია მოწყალე იქნება შენს მიმართ – რას წერს დონალდ ტრამპი თურქ კოლეგას

171
trump-erdogan-2-780x405

წერილი, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, თეთრმა სახლმა საჯარო გახადა. წერილი, რომელიც დონალდ ტრამპმა რეჯეფ ტაიდ ერდოღანს მისწერა, არის ერთგვარი გაფრთხილება ოპერაციის შესაძლო შედეგების შესახებ.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო, ხოლო გეგმის შესახებ ტრამპს 6 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა აცნობა.

„მოდი, გამოვიმუშავოთ კარგი შეთანხმება! თქვენ არ გსურთ, იყოთ პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის განადგურებაზე და მეც არ მსურს, ვიყო პასუხისმგებელი თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე, თუმცა მე ვიქნები! მე უკვე გაჩვენე მცირე მაგალითი, როგორც ეს პასტორ ბრენსონის შემთხვევაში მოხდა“, – წერს ტრამპი.

გზავნილში აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეუბნება ერდოღანს, რომ ქურთთა დაჯგუფების „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაური გენერალი მაზლუმ ქობანი აბდი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული დათმობისთვის.

„ისტორია მოწყალე იქნება შენს მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავს დონალდ ტრაპი თურქ კოლეგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g