LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ Apple 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა, მიზეზი მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანაა

67
apple2012

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ტექნო–გიგანტი Apple 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. საქმე ისაა, რომ ახალი iPhone–ების ვითომდა წყალგაუმტარობა სიმართლეს არ შეესაბამება.

Apple ირწმუნებოდა, რომ სმარტფონები 1–დან 4 მეტრის სიღრმის წყალში 30 წუთის განმავლობაში უპრობლემოდ გაძლებდა და არანაირი ხარვეზი არ გაუჩნდებოდა. მარეგულირებელმა კი დაადგინა, რომ ეს მოსაზრება სინამდვილეში მხოლოდ ლაბორატორიულ ცდებზე იყო დაყრდნობილი. სპეციალურ გამოხდილ წყალში, iPhone შესაძლოა მართლაც არ ზიანდებოდეს, თუმცა როდესაც საუბარი ჩვეულებრივ მტკნარ წყალზეა, ასეთ შემთხვევაში მისი გამძლეობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე 30 ან თუნდაც 20 წუთი.

ამასთან, ძალიან ცუდია ის ფაქტიც, რომ წყალში მოხვედრის შემდეგ გაფუჭებული ტელეფონის შეკეთებას Apple თავის თავზე არ იღებს, რითაც მომხმარებელთა უფლებებს კიდევ უფრო არღვევს, ნათქვამია ანტიმონოპოლიური სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Apple კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. კონცერნს ძველი მოდელის სმარტფონების ხარისხის სპეციალურად დაგდებაში ადანაშაულებდნენ. ამ საქმის დასახურად კომპანიას 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები