LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილი 10 წლის წინ დემოკრატიის სასწაულს შეგვპირდა, თუმცა მიტაცებული სახელმწიფო მივიღეთ” – ვიოლა ფონ კრამონი

209
ვიოლა ფონ კრამონი

ივანიშვილი 10 წლის წინ დემოკრატიის სასწაულს შეგვპირდა, თუმცა მიტაცებული სახელმწიფო მივიღეთ, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ მოხსენებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს მომავალ თაობებთან.

“ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, როგორც ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ძალიან ბევრი ტყუილი ითქვა ნატოს, ევროკავშირის, აშშ-ს მიმართ ეს არის სამარცხვინო და ის, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი ჩავითრიოთ ომში. ძალიან დიდი თავდასხმებია მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, რომელიც 10 წლის წინ დაგვპირდა დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას, სინამდვილეში კი მივიღეთ მიტაცებული სახელმწიფო. საქართველო ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს მომავალ თაობებთან. რასაკვირველია, ჰუმანიტარულ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გათავისუფლებული”, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი. (თარგმანი “მთავარი არხი).

ამავე თემაზე:

ვიდეო: “აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდეს პოზიტიურად…” – სვენ მიქსერის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი და მიეცით სათანადო მკურნალობის საშუალება” – დევიდ მაკალისტერი

„ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იქნეს მოპოვებული თავისუფლება“ – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები: რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

“იციან, რომ ხვალ სააკაშვილის ხილვა მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე” – მელია ბრეგაძის განცხადებას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g