LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი ფიროსმანის ნახატს ხელოვნების მუზეუმს გადასცემს

304

ფიროსმანის ნახატს “შველი წყლის პირას” ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების მუზეუმს გადასცემს.

„პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფიროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნახატი სოტბის აუქციონზე შეიძინა.

პოპულალურები