LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის ხელისუფლება ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავდა საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო რანგის ვარსკვლავების ჩამოსვლა ფონდ „იავნანას“ ეგიდით – პაატა ბურჭულაძე

624
67930177-2393055617399982-7417540560371580928-o

მსოფლიო ბანი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები ვიწრო პარტიული ინტერესებით კეთდება. ბურჭულაძე წერს, რომ იმედი აქვს, მის კოლეგებს, ამ სამარცხვინო განცხადებებს არ უთარგმნიან.

ივანიშვილის ხელისუფლება ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავდა საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო რანგის ვარსკვლავების ჩამოსვლა ფონდ „იავნანას“ ეგიდით და სანთლების ფონზე ვერდის „რეკვიემის“ შესრულება ხალხით გადაჭედილ სპორტის სასახლეში. ისინი ვერასდროს შეაფასებენ აღიარებული ტენორის რამონ ვარგასის გმირობას, რომელიც რამდენიმე საათით ჩამოფრინდა ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და აქციის დასრულების შემდეგ, მაშინვე გაემგზავრა მეტროპოლიტენ ოპერაში სეზონის გასახსნელად. უზომოდ მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება ჩემი კოლეგების, ისინი ჩამოვიდნენ უსამართლოდ დაჩაგრული ქვეყნის მხარდასაჭერად, მეორე დღეს რამდენიმე მათგანი გორში წამოვიდა ჩემთან ერთად დაზარალებულების დასახმარებლად.

და დღეს რა განცხადებები კეთდება??? ვიწრო პარტიული ინტერესებით, კვლავ გრძელდება საქართველოს დაზიანება და დადანაშაულება ომის დაწყებაში, რაც ერთადერთ მიზანს უწყობს ხელს – დუმის მიერ საქართველოს გენოციდის მომწყობ ქვეყნად გამოცხადებას.
დიდი იმედი მაქვს ჩემს კოლეგებს, ვინც 2008 წელს საკუთარი კეთილდღეობით გარისკა და ჩვენთან ჩამოსვლით მხარი დაუჭირა საქართველოს, ამ სამარცხვინო განცხადებებს არ უთარგმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები