ხმაურიანი აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ნაგვის ურნაში ჩაყრილი მაჟორიტარი დეპუტატების ფოტოები – აქტივისტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ნაგვის ურნა მიუტანეს და აპირებენ შესასვლელს ბოქლომი დაადონ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადააგდონ”.
ამ წუთებში ივანიშვილის ბიზნესცენტრთან პოლიციაა მობილიზებული.
დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს
მათი გეგმა "ქართული ოცნებისთვის "პოლიტიკური ჯოჯოხეთის" შექმნაა.
შეგახსენებთ, დღეს აქციის მონაწილეები სასამართლოსთანაც შეიკრიბნენ და მოსამართლე ფილიშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მან რამდენიმე აქტივისტს 7-დან 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა.
ისინი 18 ნოემბერს დააკავეს.
შეგახსენებთ, ქუჩაში საპროტესტო გამოსვლები უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.