LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს ვერავინ დაუშლის იყოს “ოცნების” გულშემატკივარი, გახარიას კონკრეტული არაფერი აქვს სათქმელი: წილოსანი

131
BeFunky-collage (3)

ბიძინა ივანიშვილის განცხადება იყო განმარტება იმ ჭორებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებასა“ და გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური პარტიის ირგვლივ ვრცელდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

წილოსანის თქმით, შეფარულ ინფორმაციებს ოპოზიცია და გახარიას გუნდის წევრები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ავრცელებდნენ.

ვრცელდება ხმები, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია: ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

“ოპოზიციას სურს, რომ გახარიას „ქართულ ოცნებასთან“ მიბმით გარკვეულწილად იმოქმედოს ჩვენს ამომრჩეველზე და ის 43% ბარიერი, რომელსაც ვთლით, რომ ჩვენი მხარდამჭერების მეშვეობით, აუცილებლად გადავალახავთ თავისუფლად, ამ ჭორით საფრთხის ქვეშ დააყენოს.

მეორეს მხრივ, გახარიას გუნდს თავისთავად უნდა აწყობდეს კონკრეტულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაჯდომა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო, რომ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ გამოეხატა, თუნდაც პოლიტიკიდან გასვლის პირობებში, საკუთარი სწორი პოზიცია”- განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება დღევანდელი განცხადება იყოს ერთგვარი გზავნილი, ივანიშვილის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნების, წილოსანი ასე პასუხობს:

“მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად გასულია პოლიტიკიდან, მას ვერავინ დაუშლის იყოს „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი და საჭირო მომენტში, თუნდაც თავისი პოზიცია დააფიქსიროს”- აცხადებს წილოსანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერს კონკრეტულად არაფერი აქვს სათქმელი.

“გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული არაფერი აქვთ სათქმელი, ხშირად ვხედავთ ორაზროვან გამონათქვამებს. არ მინდა ამ ორაზროვანი გამონათქვამების განსაკუთრებულ გაშიფვრაში შევიდე. ვიცი, მის უკან რამდენად მწირი შინაარსია.

თუ ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის გამოქვეყნებულ პოზიციას ეხებოდა, ნამდვილად სრულ აცდენაშია. დიახ, სიმართლე გაირკვევა და უკვე გარკვეულია, ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა მისი პრიორიტეტი და არჩევანი. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „ქართულ ოცნებას არ სჭირდება სატელიტი პარტია.

მეორეს მხრივ, არ ვიცი რას შეიძლება შეეხებოდეს, თუნდაც ალბათ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელთა დაკავშირებითაც ალბათ, კონკრეტული ფაქტები უფრო მეტყველებს, ვიდრე ეს ორაზროვანი გამოთქმა”- განაცხადა ნინო წილოსანმა “ფორტუნას” ეთერში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები