LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში დანიშნულ რეისებს თბილისი – ბერლინის მიმართულება დაემატა

101
20170712160251

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია სპეციალურ რეისებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციას აქვეყნებს.

„უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა. თბილისი – ბერლინი – თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია MyWay Airlines 25 ივლისს შეასრულებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

მათივე ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე –

www.mywayairlines.com იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები